გმადლობთ, რომ სარგებლობთ DeployCo-თი. წინამდებარე პირობებში გამოყენებული „DeployCo“ აღნიშნავს The OpenAI Deployment Company, LLC-ს, დელავერის შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას. გამოყენების წინამდებარე პირობები ვრცელდება თქვენ მიერ DeployCo-ს ვებსაიტებით, აპლიკაციებით, პროგრამული უზრუნველყოფითა და ფიზიკური პირებისთვის განკუთვნილი სერვისებით სარგებლობაზე, მათთან დაკავშირებულ დოკუმენტაციასა და ფუნქციებთან ერთად (ერთობლივად, „სერვისები“). ეს პირობები წარმოადგენს შეთანხმებას თქვენსა და DeployCo-ს შორის. სერვისებზე წვდომით ან მათი გამოყენებით თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პირობებს და კონკრეტული სერვისისთვის მოქმედ ნებისმიერ პირობას, რომელიც ვრცელდება თქვენ მიერ გამოყენებულ სერვისზე.
თუ DeployCo-ს სერვისებს კომპანიის ან სხვა ორგანიზაციის სახელით იყენებთ, აცხადებთ, რომ გაქვთ უფლებამოსილება, იურიდიულად დაავალდებულოთ ეს ორგანიზაცია. ბიზნესის, დეველოპერთათვის განკუთვნილი, საწარმოს ან მართული ანგარიშის შეთავაზებები შეიძლება რეგულირდებოდეს ცალკე შეთანხმებებით, შეკვეთის ფორმებით, მომსახურების პირობებით, მონაცემთა დამუშავების პირობებითა ან კონკრეტული პროდუქტის პოლიტიკებით. წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში შესაბამის შეთავაზებას არეგულირებს უფრო კონკრეტული შეთანხმება.
კონფიდენციალურობის ჩვენი პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და ამჟღავნებს DeployCo პერსონალურ მონაცემებს. ის მნიშვნელოვანია და უნდა განიხილებოდეს წინამდებარე პირობებთან ერთად, თუმცა ის არ წარმოადგენს ამ შეთანხმების ნაწილს, თუ ცალკე შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1. ვინ არის DeployCo
DeployCo გთავაზობთ ტექნოლოგიურ და ინტეგრაციის სერვისებს, რომლებიც მომხმარებლებს ეხმარება სამუშაო პროცესების დანერგვაში, მართვაში, ავტომატიზაციასა და გაუმჯობესებაში, ნებისმიერ დაკავშირებულ პროგრამულ აპლიკაციასა და ვებსაიტთან, მათ შორის, ამ ვებსაიტთან ერთად (ერთობლივად „სერვისები“). DeployCo-ს მართავს The OpenAI Deployment Company, LLC. 1209 Orange Street, Wilmington, DE 19801.
2. რეგისტრაცია და წვდომა
მინიმალური ასაკი. თქვენ უნდა იყოთ მინიმუმ 13 წლის ან თქვენს ქვეყანაში ონლაინსერვისების გამოყენებაზე თანხმობის მისაცემად დადგენილი მინიმალური ასაკის. თუ 18 წლამდე ასაკის ხართ, უნდა გქონდეთ მშობლის ან კანონიერი მეურვის ნებართვა.
ანგარიშები. ანგარიშის შექმნისას ან გამოყენებისას ვალდებული ხართ, მოგვაწოდოთ ზუსტი, მიმდინარე და სრული ინფორმაცია. თქვენ პასუხისმგებელი ხართ, ავტორიზაციის მონაცემების დაცვასა და თქვენი ანგარიშით განხორციელებულ აქტივობაზე. არ გააზიაროთ თქვენი მომხმარებლის ანგარიშის ავტორიზაციის მონაცემები და არც გახადოთ თქვენი მომხმარებლის ანგარიში სხვებისთვის ხელმისაწვდომი გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი ანგარიშის ტიპი ამის ნებართვას პირდაპირ იძლევა.
ორგანიზაციის ანგარიშები. თუ ანგარიშს შექმნით ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ელფოსტის მისამართის გამოყენებით, DeployCo-მ, შესაძლოა, აღნიშნული ანგარიში ორგანიზაციის მართულ ანგარიშთან დააკავშიროს. ასეთ შემთხვევაში ორგანიზაციის ადმინისტრატორს, შესაძლოა, შეეძლოს ანგარიშის კონტროლი, წვდომის მართვა და ანგარიშის კონტენტის გადახედვა ან შეზღუდვა, შესაბამისი შეთანხმებისა და შეტყობინების მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. სერვისების გამოყენება
გამოყენების ნებართვა წინამდებარე პირობებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით DeployCo განიჭებთ შეზღუდულ, არაექსკლუზიურ, არაგადაცემად ნებართვას, მიიღოთ წვდომა სერვისებზე და გამოიყენოთ ისინი მათი დანიშნულებისამებრ.
დასაშვები გამოყენება. ჩვენი სერვისებით სარგებლობისას უნდა დაიცვათ ყველა მოქმედი კანონი, ასევე, ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია, სახელმძღვანელო მითითებები ან პოლიტიკები, რომლებიც ხელმისაწვდომი ხდება ჩვენი მხრიდან. თქვენ არ უნდა გამოიყენოთ სერვისები უკანონო, საზიანო, შეცდომაში შემყვანი, შეურაცხმყოფელი ან უფლებების დამრღვევი საქმიანობისთვის. ამას გარდა, არ უნდა: ჩაერიოთ სერვისების მუშაობაში ან შეაფერხოთ ისინი; გვერდი აუაროთ უსაფრთხოების, დაცვის, მოთხოვნების ლიმიტის ან წვდომის კონტროლის მექანიზმებს; განახორციელოთ უკუინჟინერია ან სცადოთ არასაჯარო საწყისი კოდის ან ძირითადი კომპონენტების აღმოჩენა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კანონი კრძალავს ასეთ შეზღუდვას; დააკოპიროთ, ხელახლა გაყიდოთ, იჯარით გასცეთ, ქველიცენზიით გადასცეთ ან გაავრცელოთ სერვისები, გარდა ნებადართული შემთხვევებისა; გამოიყენოთ ავტომატიზებული საშუალებები მონაცემების ამოსაღებად, გარდა დოკუმენტაციით ან წერილობითი ნებართვით დაშვებული შემთხვევებისა; ან არასწორად წარმოაჩინოთ სერვისების გამოყენებით შექმნილი კონტენტის ხასიათი, წარმომავლობა ან ავტორობა.
პოლიტიკებთან შესაბამისობა. თქვენ უნდა დაიცვათ ყველა დოკუმენტაცია, გამოყენების პოლიტიკა, უსაფრთხოების წესები და სხვა სახელმძღვანელო მითითებები, რომლებსაც სერვისებისთვის ხელმისაწვდომს ხდის DeployCo. DeployCo-მ, შესაძლოა, განაახლოს ეს მასალები კანონმდებლობის, უსაფრთხოების, დაცულობის, პროდუქციული ან ოპერაციული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
მესამე მხარის სერვისები. სერვისები შეიძლება მოიცავდეს მესამე მხარის პროგრამულ უზრუნველყოფას, კონტენტს, მონაცემებს, ინტეგრაციებს ან სერვისებს, ან მათთან ურთიერთქმედებდეს. მესამე მხარის მასალები რეგულირდება მათი საკუთარი პირობებითა და კონფიდენციალურობის პრაქტიკით, ხოლო DeployCo არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის სერვისებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს კანონი ან მოქმედი შეთანხმება.
გამოხმაურება. თუ თქვენ მოგვაწვდით შეთავაზებებს, კომენტარებს ან გამოხმაურებას, DeployCo-ს შეუძლია მათი გამოყენება შეზღუდვის ან ანაზღაურების გარეშე, თუ ცალკე წერილობითი შეთანხმება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
4. კონტენტი
რამდენადაც, შესაძლოა, გაუგზავნოთ, ატვირთოთ ან სხვაგვარად მიაწოდოთ კონტენტი სერვისებს, თავის მხრივ, სერვისებმა შეიძლება დააგენერიროს, გარდაქმნას, აჩვენოს ან საპასუხოდ დააბრუნოს კონტენტი. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენ მიერ მიწოდებულ კონტენტზე და იმაზე, რომ ყველა უფლება, ლიცენზია და ნებართვა გაქვთ, რაც საჭიროა მის სერვისებთან გამოსაყენებლად. DeployCo-მ შეიძლება დაამუშაოს კონტენტი საჭიროებისამებრ სერვისების მოწოდებისთვის, შენარჩუნებისთვის, დაცვისთვის, ხარვეზების აღმოსაფხვრელად, გაუმჯობესებისა და აღსრულებისთვის; კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; მხარდაჭერის მოთხოვნებზე საპასუხოდ; და თაღლითობის, ბოროტად გამოყენების ან არამართლზომიერი გამოყენების თავიდან ასაცილებლად.
სიზუსტე და გადამოწმება ტექნოლოგიის მიერ გენერირებული შედეგი შეიძლება იყოს არასრული, არაზუსტი ან კონკრეტული გამოყენებისთვის შეუფერებელი. თქვენ პასუხისმგებელი ხართ გამოტანილი შედეგების შეფასებაზე, სანამ მათ დაეყრდნობით, გამოაქვეყნებთ ან მათ საფუძველზე იმოქმედებთ, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ადამიანის მიერ შემოწმების გამოყენებაზე. არ გამოიყენოთ შედეგები ერთადერთ საფუძვლად ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებმაც შეიძლება პირზე სამართლებრივი, ფინანსური, კარიერული, საცხოვრებელთან ან განათლებასთან დაკავშირებული, სამედიცინო, სადაზღვევო ან სხვა არსებითი გავლენა მოახდინოს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ DeployCo-მ ასეთი გამოყენება წერილობით პირდაპირ დაუშვა და თქვენ შეასრულეთ ყველა მოქმედი მოთხოვნა.
5. DeployCo-ს ინტელექტუალური საკუთრება
DeployCo-ს სახელის, ლოგოების ან ბრენდის აქტივების გამოყენება შეგიძლიათ მხოლოდ DeployCo-ს ბრენდის სახელმძღვანელო მითითებებით ან წერილობითი ნებართვით დაშვებული წესით.
8. ცვლილებები
DeployCo-მ, შესაძლოა, დროდადრო განაახლოს ეს პირობები. არსებითი უარყოფითი ცვლილებები წინასწარ გეცნობებათ საჭიროების შემთხვევაში; სხვა ცვლილებები ძალაში შედის მათი გამოქვეყნების დროს ან სხვაგვარად ხელმისაწვდომობისთანავე. თუ განახლებულ პირობებს არ ეთანხმებით, სერვისების გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
9. გარანტიების უარყოფა
ჩვენი სერვისები მოწოდებულია „როგორც არის“. კანონით აკრძალული შემთხვევების გარდა, ჩვენ და ჩვენი შვილობილი კომპანიები და ლიცენზიანტები არ ვიძლევით არანაირ შეზღუდულ გარანტიას (გამოხატულ, ნაგულისხმევ, კანონით დადგენილ ან სხვა) სერვისებთან დაკავშირებით და უარს ვამბობთ ყველა შეზღუდულ გარანტიაზე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, საქონლის მდგომარეობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის, დამაკმაყოფილებელი ხარისხის, უფლებათა დაურღვევლობის და მშვიდი გამოყენების შეზღუდულ გარანტიებზე, ასევე ნებისმიერ შეზღუდულ გარანტიაზე, რომლებიც ნებისმიერი საქმიდან ან ვაჭრობაში გამოყენებიდან გამომდინარეობს. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას, რომ სერვისები იქნება უწყვეტი, ზუსტი ან უშეცდომო, ან რომ ნებისმიერი კონტენტი იქნება დაცული, არ დაიკარგება ან არ შეიცვლება.
თქვენ აღიარებთ და ეთანხმებით, რომ ჩვენი სერვისის გამომავალი მონაცემების ნებისმიერი გამოყენება მხოლოდ თქვენი რისკის ქვეშ ხორციელდება და თქვენ არ დაეყრდნობით გამომავალ მონაცემებს, როგორც სიმართლის ან ფაქტობრივი ინფორმაციის ერთადერთ წყაროს, ან როგორც პროფესიული რჩევის შემცვლელს.
10. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
არც ჩვენ და არც ჩვენი რომელიმე აფილირებული პირი ან ლიცენზიარი არ ვიქნებით პასუხისმგებელი არაპირდაპირ, შემთხვევით, სპეციალურ, თანმდევ ან სამაგალითო ზიანზე, მათ შორის ზიანზე, რომელიც გამოწვეულია მოგების, კეთილგანწყობის, სარგებლობის ან მონაცემების დაკარგვით ან სხვა დანაკარგებით, მაშინაც კი, თუ ჩვენ ინფორმირებულნი ვიყავით ასეთი ზიანის შესაძლებლობის შესახებ. ჩვენი ჯამური პასუხისმგებლობა წინამდებარე პირობების შესაბამისად არ უნდა აღემატებოდეს თანხას, რომელიც თქვენ გადაიხადეთ მომსახურებაში, რამაც გამოიწვია პრეტენზია, პასუხისმგებლობის წარმოშობამდე 12 თვის განმავლობაში, ან ას დოლარს (100$). ამ ნაწილში შეზღუდვები მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობით დაშვებულ მაქსიმალურ ფარგლებში ვრცელდება.
ზოგიერთ ქვეყანასა და შტატში არ არის დაშვებული გარკვეულ გარანტიებზე უარის თქმა ან გარკვეული ზიანის შეზღუდვა, ამიტომ, ზემოთ მოცემული ზოგიერთი ან ყველა პირობა შეიძლება თქვენზე არ გავრცელდეს და შესაძლოა დამატებითი უფლებები გქონდეთ. ამ შემთხვევაში, ეს პირობები ჩვენს პასუხისმგებლობებს მხოლოდ იმ მაქსიმალური მოცულობით ზღუდავს, რომელიც თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაშია დაშვებული.
ამ სექციის მიზნობრივი გარეშე ბენეფიციარები არიან DeployCo-ს აფილირებული კომპანიები, მომწოდებლები, ლიცენზიარები და დისტრიბუტორები.
11. ინდემნიტეტი
თუ სერვისებს იყენებთ ბიზნესის ან ორგანიზაციის მიზნებისთვის, DeployCo-ს, მის აფილირებულ პირებსა და მის პერსონალს აარიდებთ და თავად აიღებთ პასუხისმგებლობას მესამე მხარეების პრეტენზიებზე, ზიანზე, ვალდებულებებზე, ხარჯებსა და დანახარჯებზე, ადვოკატების მომსახურების გონივრული საფასურის ჩათვლით, რომლებიც, შესაძლოა, წარმოიშვას თქვენ მიერ სერვისების გამოყენებით, თქვენი კონტენტიდან ან თქვენ მიერ წინამდებარე პირობების დარღვევით, იმ შემთხვევის გარდა, როდესაც მიზეზი DeployCo-ს მხრიდან დარღვევა ან არამართლზომიერი მოქმედებაა.
12. დავების გადაწყვეტა
თქვენ და DeployCo თანხმდებით შემდეგ სავალდებულო საარბიტრაჟო და ჯგუფურ სარჩელებზე უარის თქმის დებულებებს:
სავალდებულო არბიტრაჟი. თქვენ და DeployCo თანხმდებით, რომ ნებისმიერი პრეტენზია, რომელიც ამ პირობებთან ან ჩვენს სერვისებთან დაკავშირებით წარმოიქმნება, მისი წარმოშობის დროის მიუხედავად, თუნდაც ის ამ პირობების არსებობამდე წარმოქმნილიყო („დავა“), საბოლოო და სავალდებულო არბიტრაჟის გზით მოაგვაროთ. თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ არბიტრაჟზე ანგარიშის შექმნიდან 30 დღის განმავლობაში ან ამ საარბიტრაჟო პირობების განახლების ძალაში შესვლიდან 30 დღის განმავლობაში, ამ ფორმის შევსებით. თუ უარს იტყვით განახლებული პირობების მიღებაზე, ძალაში დარჩება არბიტრაჟის შესახებ ბოლო შეთანხმებული პირობები.
დავის არაფორმალური გადაწყვეტა. ჩვენ გვსურს, გავიგოთ და ვეცადოთ, მოვაგვაროთ თქვენი პრეტენზიები სამართლებრივი დავის დაწყებამდე. სანამ რომელიმე ჩვენგანი მეორის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, ორივე ვთანხმდებით, რომ ვეცდებით, დავა არაფორმალურად მოვაგვაროთ. თქვენ თანხმდებით, რომ ამას გააკეთებთ ამ ფორმის მეშვეობით ჩვენთვის შეტყობინების გამოგზავნით. ჩვენ ამას თქვენს მომხმარებლის ანგარიშთან დაკავშირებულ ელფოსტის მისამართზე შეტყობინების გაგზავნით გავაკეთებთ. თუ დავის გადაწყვეტა 60 დღის განმავლობაში ვერ მოვახერხეთ, ნებისმიერ ჩვენგანს არბიტრაჟის დაწყების უფლება აქვს. ასევე, თანახმა ვართ, დავის მოგვარების ინდივიდუალურ კონფერენციას დავესწროთ, თუ რომელიმე მხარე ამას ამ დროის განმავლობაში მოითხოვს. დავის ამ არაფორმალური გადაწყვეტის პროცესში ხანდაზმულობის ვადა გადაიწევს.
არბიტრაჟის ფორუმი. თუ დავის გადაწყვეტას ვერ მოვახერხებთ, ნებისმიერმა ჩვენგანმა შეიძლება საარბიტრაჟო წარმოება ეროვნულ არბიტრაჟსა და მედიაციაში („NAM“) დაიწყოს, მისი ყოვლისმომცველი დავების გადაწყვეტის წესებისა და პროცედურების და/ან მასობრივი საარბიტრაჟო განაცხადების შეტანის დამატებითი წესების შესაბამისად, საჭიროებისამებრ (ხელმისაწვდომია აქ(იხსნება ახალ ფანჯარაში)).
DeployCo არ მოითხოვს ადვოკატების მომსახურების საფასურისა და ხარჯების ანაზღაურებას არბიტრაჟში გარდა იმ შემთხვევისა, თუ არბიტრი დაადგენს, რომ თქვენი სარჩელი არის უსაფუძვლო. წინამდებარე პირობებში აღწერილი საქმიანობები სახელმწიფოთაშორის კომერციას მოიცავს და არბიტრაჟის ფედერალური კანონი განსაზღვრავს არბიტრაჟის ამ პირობებისა და ნებისმიერი არბიტრაჟის ინტერპრეტაციასა და აღსრულებას.
არბიტრაჟის პროცედურები. არბიტრაჟი შეძლებისდაგვარად ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ჩატარდება, მაგრამ თუ არბიტრი დაადგენს, რომ მოსმენა პირადად უნდა ჩატარდეს, ადგილი ორმხრივად შეთანხმდება იმ რაიონში, სადაც თქვენ ცხოვრობთ, ან მას არბიტრი განსაზღვრავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთობლივი არბიტრაჟის პროცესი გამოიყენება. არბიტრაჟი ჩატარდება ერთი არბიტრის მიერ. არბიტრი იქნება გადამდგარი მოსამართლე ან ადვოკატი, რომელსაც კალიფორნიის შტატში იურიდიული პრაქტიკის ლიცენზია აქვს. არბიტრს ექნება ექსკლუზიური უფლებამოსილება, გადაჭრას ნებისმიერი დავა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სან-ფრანცისკოს, კალიფორნიის შტატის ან ფედერალურ სასამართლოებს აქვთ უფლებამოსილება, განსაზღვრონ დავები აღსრულებადობის, ჯგუფურ მოქმედებაზე უარის თქმის მართებულობის, ან საჯარო ამკრძალავი სასამართლო გადაწყვეტილების მოთხოვნის შესახებ, როგორც ეს ქვემოთაა მოცემული. მხარეებს შორის შეთავაზებული მორიგების თანხების შესახებ ინფორმაცია არცერთი მხარის მიერ არ გაუმჟღავნდება არბიტრს მანამ, სანამ არბიტრი არ განსაზღვრავს საბოლოო გადაწყვეტილებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. არბიტრს უფლება აქვს, დააკმაყოფილოს შუამდგომლობები, რომლებიც სრულად ან ნაწილობრივ წყვეტს ნებისმიერ დავას.
გამონაკლისები. ეს ნაწილი არ საჭიროებს დავების არაფორმალურ გადაწყვეტას ან არბიტრაჟს შემდეგი პრეტენზიებისათვის: (i) ინდივიდუალური პრეტენზიები, რომლებიც მცირე პრეტენზიების სასამართლოშია შეტანილი; და (ii) სასამართლო აკრძალვები ან სხვა სამართლებრივი დაცვის საშუალებები, სერვისების არასანქცირებული ან ბოროტად გამოყენების შესაწყვეტად ან ინტელექტუალური საკუთრების დარღვევის ან უკანონო მისაკუთრების აღსაკვეთად.
ჯგუფურ და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე უარის თქმა. თქვენ და DeployCo თანხმდებით, რომ დავები მხოლოდ ინდივიდუალურ საფუძველზე უნდა განიხილებოდეს და არ შეიძლება წამოწყებული იქნეს მოსარჩელის ან კლასის წევრის მიერ ნებისმიერ სავარაუდო ჯგუფურ, კონსოლიდირებულ ან წარმომადგენლობით სამართალწარმოებაში. ჯგუფური არბიტრაჟები, ჯგუფური მოქმედებები და წარმომადგენლობითი მოქმედებები აკრძალულია. ხელმისაწვდომია მხოლოდ ინდივიდუალური დაკმაყოფილება მხარეები თანხმდებიან, რომ ძირითადი სარჩელისა და ყველა სხვა მოთხოვნის საარბიტრაჟო განხილვის დასრულების შემდეგ, საჯარო აკრძალვის ნებისმიერი მოთხოვნა გამოყოფილი იქნება და სასამართლოში განიხილება. ეს არ ერთ მხარეს ჯგუფურ მორიგებაში მონაწილეობას ხელს არ უშლის. თქვენ და DeployCo შეგნებულად და შეუქცევადად უარს ამბობთ ნაფიც მსაჯულთა მიერ საქმის განხილვის ნებისმიერ უფლებაზე ნებისმიერ სარჩელთან, სამართლებრივ წარმოებასთან ან საპასუხო სარჩელთან დაკავშირებით.
ერთობლივი არბიტრაჟი. თუ 25 ან მეტი მომჩივანი, რომლებსაც ერთი და იგივე ან მსგავსი ადვოკატი წარმოადგენს, ერთმანეთისგან 90 დღის განმავლობაში არსებითად მსგავსი დავების შესახებ საარბიტრაჟო მოთხოვნებს შეიტანს, მაშინ თქვენ და DeployCo თანხმდებით, რომ NAM მათ განიხილავს არაუმეტეს 50 მომჩივნისგან შემდგარ ჯგუფებად („ჯგუფი“), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომჩივნების საერთო რაოდენობა 50-ზე ნაკლებია ან დაჯგუფების შემდეგ დარჩენილი რაოდენობა 50-ზე ნაკლებია, რაც ერთ ჯგუფს შეადგენს. NAM თითოეულ ჯგუფს, როგორც ერთიან კონსოლიდირებულ არბიტრაჟს, ერთი არბიტრით გაუწევს ადმინისტრირებას, საარბიტრაჟო მოსაკრებლების ერთი ნაკრებით და ერთი მოსმენით, რომელიც ვიდეოკონფერენციით, ან არბიტრის მიერ ყოველი ჯგუფისთვის შერჩეულ ადგილზე გაიმართება. თუ ამ მუხლის რომელიმე ნაწილი ბათილად ან აღუსრულებლად ჩაითვლება კონკრეტული მოსარჩელის ან ჯგუფის მიმართ, ის გამოიყოფა და განიხილება ინდივიდუალური სამართალწარმოების გზით.
გაყოფადობა. თუ ამ საარბიტრაჟო პირობების რომელიმე ნაწილი აღმოჩნდება არალეგალური ან არააღსრულებადი, დანარჩენი ნაწილი ძალაში დარჩება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნაწილობრივი არალეგალურობის ან არააღსრულებადობის აღიარება ჯგუფურ არბიტრაჟს, ჯგუფურ მოქმედებას ან წარმომადგენლობით მოქმედებას დაუშვებს, ამ შემთხვევაში დავების გადაწყვეტის მთელი ეს ნაწილი სრულად არააღსრულებადი გახდება.
13. საავტორო უფლებებსა და ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული საჩივრები
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი ინტელექტუალური საკუთრების უფლებები დაირღვა, გთხოვთ, შეტყობინება ქვემოთ მოცემულ მისამართზე გამოგზავნოთ ან ეს ფორმა შეავსოთ. ჩვენ შეგვიძლია წავშალოთ ან გავთიშოთ კონტენტი, რომელიც, ჩვენი აზრით, არღვევს წინამდებარე პირობებს ან რომლის შემთხვევაშიც საავტორო უფლებების დარღვევის ბრალდება არსებობს, ასევე, საჭიროებისამებრ, გავაუქმოთ იმ მომხმარებლების ანგარიშები, რომლებიც განმეორებით არღვევენ წესებს.
OpenAI Deployment Company, LLC
1455 3rd Street
San Francisco, CA 94158
Attn: მთავარი მრჩეველი / საავტორო უფლებების აგენტი
საავტორო უფლებების დარღვევის შესახებ წერილობითი პრეტენზიები უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
საავტორო უფლებების მფლობელის სახელით მოქმედი უფლებამოსილი პირის ფიზიკური ან ელექტრონული ხელმოწერა
საავტორო უფლებებით დაცული ნაწარმოების აღწერა, რომელიც თქვენი აზრით, დაირღვა
იმის აღწერა, თუ ჩვენს საიტზე სად მდებარეობს მასალა, რომელიც სავარაუდოდ, საავტორო უფლებებს არღვევს, რათა მისი პოვნა შევძლოთ
თქვენი მისამართი, ტელეფონის ნომერი და ელფოსტის მისამართი
თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ კეთილსინდისიერად გწამთ, რომ სადავო ფორმით გამოყენება არ არის ნებადართული საავტორო უფლებების მფლობელის, მისი აგენტის ან კანონის მიერ.
თქვენი განცხადება, რომ თქვენს შეტყობინებაში ზემოაღნიშნული ინფორმაცია ზუსტია და ცრუ ჩვენებისთვის დასჯის მუქარის ქვეშ, თქვენ ხართ საავტორო უფლებების მფლობელი ან უფლებამოსილი ხართ, საავტორო უფლებების მფლობელის სახელით იმოქმედოთ.
14. ზოგადი პირობები
უფლებამოსილების გადაცემა. თქვენ არ შეგიძლიათ ამ პირობების შესაბამისად რაიმე უფლების ან ვალდებულების მინიჭება ან გადაცემა და ამის ნებისმიერი მცდელობა გაბათილდება. ჩვენ შეგვიძლია გადავცეთ ჩვენი უფლებები ან ვალდებულებები, ამ პირობების შესაბამისად, ნებისმიერ შვილობილ, აფილირებულ კომპანიას ან ჩვენს სერვისებთან დაკავშირებული ბიზნესის სამართალმემკვიდრეს.
ცვლილებები ამ პირობებში ან ჩვენს სერვისებში. ჩვენი სერვისების განვითარებასა და გაუმჯობესებაზე მუდმივად ვმუშაობთ. შესაძლოა, დროდადრო ეს პირობები ან ჩვენი სერვისები განვაახლოთ. მაგალითად, შეიძლება შევიტანოთ ცვლილებები ამ პირობებში ან სერვისებში შემდეგი მიზეზების გამო:
კანონმდებლობაში ან მარეგულირებელ მოთხოვნებში ცვლილებები.
დაცვის ან უსაფრთხოების მიზეზები.
ჩვენს გონივრულ კონტროლს მიღმა არსებული გარემოებები.
ცვლილებები, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი მომსახურებების განვითარების ჩვეულ რეჟიმში.
ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტირება.
ჩვენ მინიმუმ 30 დღით ადრე შეგატყობინებთ წინამდებარე პირობებში იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც თქვენზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს, ელექტრონული ფოსტის ან პროდუქტში არსებული შეტყობინების მეშვეობით. ყველა სხვა ცვლილება ძალაში შევა ჩვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებისთანავე. თუ ცვლილებებს არ ეთანხმებით, ჩვენი სერვისების გამოყენება უნდა შეწყვიტოთ.
წინამდებარე პირობების აღსრულების დაგვიანება. ჩვენ მიერ რომელიმე დებულების აღსრულების შეუსრულებლობა არ ნიშნავს ჩვენი მხრიდან ამ უფლებაზე უარის თქმას და არ ზღუდავს მისი მოგვიანებით გამოყენების უფლებას. იმ შემთხვევების გარდა, რაც ზემოთ, დავების გადაწყვეტის განყოფილებაშია გათვალისწინებული, თუ ამ პირობების რომელიმე ნაწილი არასწორი ან არააღსრულებადია, ის მაქსიმალურად დასაშვები ხარისხით აღსრულდება და ეს სხვა პირობების აღსრულების შესაძლებლობაზე არ იმოქმედებს.
სავაჭრო კონტროლი. თქვენ უნდა დაიცვათ ყველა მოქმედი სავაჭრო კანონი, მათ შორის სანქციების და ექსპორტის კონტროლის კანონები. ჩვენი სერვისების გამოყენება , ან მათი საექსპორტოდ ან რეექსპორტისთვის გამოყენება არ შეიძლება (ა) ნებისმიერ ქვეყანაში ან ტერიტორიაზე, რომელზეც აშშ-ის ემბარგო ვრცელდება, ან (ბ) ნებისმიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, რომელთანაც ურთიერთობა აკრძალული ან შეზღუდულია მოქმედი სავაჭრო კანონმდებლობით. ჩვენი სერვისების გამოყენება არ შეიძლება იმ საბოლოო გამოყენებისთვის, რომელიც მოქმედი სავაჭრო კანონმდებლობით აკრძალულია, ხოლო თქვენი შენატანი არ უნდა შეიცავდეს მასალას ან ინფორმაციას, რომელიც მთავრობის ლიცენზიას საჭიროებს გავრცელებისთვის ან ექსპორტისთვის.
მარეგულირებელი კანონი. წინამდებარე პირობები დარეგულირდება კალიფორნიის შტატის კანონმდებლობით, მისი კოლიზიური ნორმების პრინციპების გამორიცხვით. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ზემოთ, დავის გადაწყვეტის განყოფილებაშია გათვალისწინებული, ყველა სარჩელი, რომლებიც ამ პირობებიდან გამომდინარეობს ან მათ უკავშირდება, ექსკლუზიურად სან ფრანცისკოს, კალიფორნიის ფედერალურ ან შტატის სასამართლოებში განიხილება.